გლობალური საფონდო ინდექსების აღმასვლის ფონზე, კრიპტოინდუსტრიის შეფასება მკვეთრად გაიზარდა – ერთ დღეში ბაზრის საერთო შეფასება 5%-ით არის მომატებული და ის ამჟამად $2.5 ტრილიონს შეადგენს.
ბიტკოინის ფასი 9%-ით გაიზარდა და ის ამჟამად 74,600 დოლარად ივაჭრება, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოაქტივის კაპიტალიზაცია $1.5 ტრილიონია.
აგრეთვე მომატებულია ეთერიუმის ფასიც, რომელიც 2,400 დოლარად ივაჭრება და მისი ზრდის მაჩვენებელი 13%-ს აჭარბებს. ეთერიუმის შემთხვევაში, აქტივის საბაზრო შეფასება $288 მილიარდს შეადგენს.
ანალოგიური დინამიკა შეინიშნება თითქმის ყველა სხვა ძირითად კრიპტოვალუტასთან მიმართებით, რაც ინვესტორების მოლოდინების გაუმჯობესებით, აშშ-ირანის ომის დასრულების მოლოდინის გაჩენით და საფონდო ინდექსების ზრდით არის განპირობებული.




























