„ამერიკის მიმართულებით ფრენების დაწყებას ივნისში ვგეგმავთ“,-ამის შესახებ BMG-ს „ეარ ჯორჯიაში“ განუცხადეს. გიორგი კოდუას თქმით, შესაძლოა, კომპანიამ ევროპული დროშის ქვეშ იფრინოს.
საქმე ისაა, რომ „ეარ ჯორჯია“ უკვე წელიწადზე მეტია თბილისი-ნიუ-იორკის მიმართულებით ფრენების დასაწყებად ნებართვას ელის. მისი თქმით, დასტური სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უნდა გასცეს, რომელმაც ამერიკული სტანდარტები უნდა დანერგოს.
''საქართველოს ხელისუფლებას მივმართეთ, რომ მზად ვართ ფრენები დავიწყოთ. დარჩენილია პროცედურა, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ამერიკული სტანდარტები დანერგოს. ამას თავად აშშ ითხოვს. ჩვენ ახლა ევროპული რეგულაციებით ვოპერირებთ“, -აცხადებს „ეარ ჯორჯიას“ დირექტორი, გიორგი კოდუა.
ამასთან, კოდუა აღნიშნავს, რომ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს პორტუგალიურ კომპანიასთან, რათა რეისები ევროპული კომპანიის ქვეშ დაიწყოს. შესაბამისად, კომპანიაში ელიან, რომ თბილისი-ნიუ-იორკის პირველი რეისი ივნისში განხორციელდება.
"თუ ევროპის დროშის ქვეშ დავიწყებთ ოპერირებას, პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას არ დაეკისრება. ეს უფრო ძვირი გამოდის, ამიტომ ევროპულ კომპანიასთან ფასებზე მოლაპარაკებები მიდის. ქართული დროშის ქვეშ ფრენების შემთხვევაში, ბილეთების ფასი 950 დოლარიდან 1000 დოლარამდე იქნება, ევროპული დროშის ქვეშ კი 1200 დოლარიდან 1300 დოლარამდე. უნდა გავიგოთ, შეუძლია თუ არა საზოგადოებას ამ თანხის გადახდა'',-აცხადებს გიორგი კოდუა.
BMG-ს კითხვაზე, როგორ განხორციელდება ფრენები, გიორგი კოდუა აცხადებს: „ორი ვარიანტი გვაქვს: თბილისი-ნიუ-იორკი ან თბილისი-ბრიუსელი-ნიუ-იორკი“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი