24.იანვარი .2020 00:15

ამერიკელი მაღალჩინოსანი გრეტა თუნბერგზე: ინვესტორებისთვის ლექციების წაკითხვამდე ეკონომიკა ისწავლოს

views 3276
უკან

გრეტა თუნბერგი უნდა წავიდეს კოლეჯში და ეკონომიკა ისწავლოს მანამ, სანამ ინვესტორებს ლექციებს წაუკითხავს. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა.

მისი თქმით, შვედი აქტივისტის მოწოდებები ინვესტორებისადმი, რომ ჰაერში გამონაბოლქვი შეამცირონ, იმაზე მიუთითებს, რომ მას ეკონომიკის და დასაქმების საკითხები არ ესმის კარგად.

„მას შემდეგ, რაც ის წავა და ისწავლის კოლეჯში ეკონომიკას, შეუძლია დაბრუნდეს და აგვიხსნას“, - განაცხადა მნუჩინმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, - „ის მთავარი ეკონომისტია?“, - დაამატა მან.

შეგახსენებთ, შვედი აქტივისტი გოგონა გრეტა თუნბერგი, რომელიც მსოფლიო ლიდერებს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო, სადაც მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება კლიმატური ცვლილებების პრობლემაზე.