გასული კვირა ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის არასახარბიელო შედეგებით დასრულდა: აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ღირებულება (S&P 500) თითქმის 4.3%-ით შემცირდა; Dow Jones-ის ინდექსი 4%-ით დაეცა; ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულება 1.7%-ით შემცირდა.
ძლიერი დაღმასვლის ტენდენცია დაფიქსირდა საფონდო ბირჟის უკლებლივ ყველა სექტორში, მათ შორის შედარებით კარგი შედეგები საბანო-საფინანსო და ჯანდაცვის სექტორებს ჰქონდათ.
ბირჟების ვარდნა, ძირითადად, გლობალური გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუარესებით; ინფლაციის დონის მკვეთრი ზრდით; ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითა და რეცესიის რისკების ზრდითაა განპირობებული.
რაც შეეხება ბოლო სავაჭრო სესიას, რომელიც გასულ პარასკევს შედგა, ის რამდენიმე მსხვილი კომპანიისთვის წარმატებით დასრულდა.
Seagen-ის აქციები 12.7%-ით გაიზარდა; Norwegian Cruise-ის საბაზრო ღირებულება 10.1%-ითაა გაზრდილი; Carnaval Corporation-ის აქციების ფასმა 9.7%-ით მოიმატა; Enphase Energy-ის კაპიტალიზაცია კი 8.9%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს, ელექტრომობილების მწარმოებელი Lucid-ის აქციები თითქმის 7%-ით გაიზარდა; Airbnb-ის კაპიტალიზაცია 6.7%-ითაა გაზრდილი; ხოლო DocuSign-ის აქციების ღირებულებამ 6.6%-ით მოიმატა.
გასულ პარასკევს ზრდის საკმაოდ ძლიერი ტენდენცია დაფიქსირდა ფარმაცევტულ-სამედიცინო სექტორში: Inovio (+8.1%); CureVac (+7.8%); Novavax (+6.8%); Sorrento (+6.3%); Vir Biotech (+5.9%); Moderna (+5.7%); Biogen (+5.3%); Adaptive Biotech (+5.1%).
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირის ორშაბათი (20 ივნისი) ფედერალური დასვენების დღე იყო, შესაბამისად, ამერიკული საფონდო ბირჟები არ გახსნილა, კვირის პირველი სავაჭრო სესია კი სწორედ დღეს შედგება.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ