მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TSMC-მ აშშ-ში ჩიპების საწარმოს გახსნა 2025 წლამდე გადადო

64be27b5921bb
გიორგი თოლორდავა
24.07.23 13:52
691
ნახევარგამტარებისა და ჩიპების მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანია TSMC-მ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ქარხნის ოფიციალურად გახსნის პროცედურა 2025 წლამდე გადადო.

კომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით, გეგმის გაჭიანურების მიზეზი სამუშაო ძალის დეფიციტია, რაც მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, კომპიუტერული ჩიპების წარმოებას სპეციფიკური განათლების მქონე, მაღალკვალიფიციური მუშახელი სჭირდება, რაც საკმაოდ იშვიათი რესურსია.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ნახევარგამტარების წარმოებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რის გამოც დასავლური კომპანიები აქტიურად ცდილობენ ჩინეთთან დაკავშირებული რისკების შემცირებას და ქარხნების ტაივანიდან გადატანას.

აღსანიშნავია, რომ მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების მიზნით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ $280 მილიარდი გამოყო, ამ თანხის ნაწილი კი სწორედ ზემოხსენებული ქარხნის მშენებლობაზე დაიხარჯა.

საერთო ჯამში, არიზონას შტატში ახალი ქარხნის მშენებლობაზე კომპანია TSMC-მ 40 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო.

გეგმების გაჭიანურების გარდა, ტაივანურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა არასახარბიელო კვარტალური შედეგებიც გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში TSMC-ის მოგება 5.8 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც 23%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. გარდა ამისა, კომპანიის ხელმძღვანელობა მიმდინარე წლის ბოლომდე შემოსავლების 10%-ით შემცირებას პროგნოზირებს. ამ ცნობების გავრცელების ფონზე, TSMC-ის აქციების ღირებულება ერთ კვირაში 5%-ითაა შემცირებული.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები