მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NVIDIA ევროპაში ინვესტირებას გეგმავს

64995dea86363
გიორგი თოლორდავა
27.06.23 00:35
709
ნახევარგამტარი ჩიპების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Nvidia ევროპაში ინვესტირებას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებლის, ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, ევროპაში გამორჩეული საინვესტიციო გარემოა, გეოპოლიტიკური ვითარება სტაბილურია, ახალი რეგულაციები კი ჩიპების წარმოებისათვის ხელსაყრელია, რის გამოც Nvidia უახლოეს მომავალში ევროპაში გაფართოების სტრატეგიის დაანონსებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ Nvidia-ს სათავო ოფისი და კვლევითი ცენტრი ამერიკაშია ბაზირებული, თუმცა უშუალოდ მოწყობილობების საწარმოო პროცესი ტაივანშია გადატანილი, რაც Nvidia-სთვის გეოპოლიტიკურ რისკს წარმოადგენს.

ამჟამად მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ჩინეთიდან და ტაივანიდან საწარმოო პროცესების გადატანას და ახალი ბაზრების ათვისებას ცდილობენ, ამ პროცესში კი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ევროკავშირია, რომელსაც სურს, რომ ნახევარგამტარების ბაზარზე ლიდერი გახდეს, რის გამოც ევროკავშირმა ახალი სტრატეგიაც დაამტკიცა, რომელიც ტექნოლოგიური კომპანიებისთვის სუბსიდიებს და შეღავათებს ითვალისწინებს.

გასულ კვირას კომპანია Intel-მა თავსი $50-მილიარდიანი სტრატეგია დააანონსა, რომელიც თანხის ჩადებას სწორედ ევროპაში გეგმავს. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში Nvidia-მაც ანალოგიური ნაბიჯი გადადგას.

კომპანია Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1 ტრილიონ 42 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის პლანეტის რიგით მეექვსე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები