მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ანაკლიის პორტის კომერციული სიცოცხლისუნარიანობა ვერ ან არ დასაბუთდა“ – მამუკა წერეთელი

5edbd88ae332b
ვიქტორია მღებრიშვილი
06.06.20 21:51
2188
ანაკლიის პორტის კომერციული სიცოცხლისუნარიანობა დასაბუთებული რომ ყოფილიყო, სახელმწიფო გარანტიების საკითხი იმ დროისთვის არ დადგებოდა - ამის შესახებ Forbes Talk-ში ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტმა მამუკა წერეთელმა  გიორგი ისაკაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დიდ რეგიონალურ სურათში ანაკლიის პორტის კომპლექსის, როგორც ბიზნეს სუბიექტის პერსპექტივებს შეეხებოდა.

როგორც მამუკა წერეთელმა აღნიშნა, თემის პოლიტიზირებიდან გამომდინარე ამაზე საუბრისგან ხშირად თავს იკავებს ხოლმე, თუმცა თვლის, რომ ასეთი პროექტების შემთხვევაში აუცილებელია კომერციული სიცოცხლისუნარიანობის დასაბუთება საფინანსო ინსტიტუტებთან.

„ფაქტი არის ის, რომ კომერციული სიცოცხლისუნარიანობის დასაბუთება არის აუცილებელი იმისთვის, რომ დაფინანსება მიიღო, თუნდაც ეს იყოს სახელმწიფო საბანკო ინსტიტუტები, ეს აუცილებლობას წარმოადგენს ნებისმიერი პროექტის განვითარებაში.

აქ შეიძლება დროის ნაკლებობა იყო, თუ შეიძლება სხვა მიზეზი იყო... მე ვფიქრობ, რომ თუ გადავხედავთ დიდ სურათს, იმ მომენტისთვის არ დადგებოდა საკითხი მაგალითად სახელმწიფო გარანტიების, რომ ყოფილიყო დასაბუთებული კომერციული სიცოცხლისუნარიანობა. რაღაცნაირად ეს  ვერ ან არ დასაბუთდა, ან რაღაცამ ამას ხელი შეუშალა. იმიტომ, რომ სახელმწიფო გარანტიები ასეთ შემთხვევაში, როდესაც კომერციული ინსტიტუტებია ჩართული, წესით არ უნდა იყოს საჭირო. ჩემი გამოცდილება  OPIC-თან მუშაობის ასეთია, რომ არ მოუთხოვიათ მათ სახელმწიფო გარანტია სხვადასხვა პროექტების დროს, თუმცა შეიძლება ამის გამონაკლისებიც არსებობდეს და არის რაღაცეები, რაც მე არ ვიცი, მე ამას არ გამოვრიცხავ“, - განაცხადა AGBC-ის პრეზიდენტმა.