მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანალიტიკოსები: კორონავირუსის გამო ნავთობზე ფასები მცირდება

5e2ff2d2af9a5
ნათია თაქთაქიშვილი
28.01.20 13:17
986
გამოცემა The National წერს, რომ კორონავირუსი, არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას, არამედ ეკონომიკასაც უქმნის საფრთხეს. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, ნავთობზე ფასები მცირდება.

უკანასკნელი მონაცემებით, Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება 1,35 დოლარით შემცირდა და ბარელზე 60.69 დოლარი შეადგინა. კლება ფიქსირდება WTI მარკის ნავთობზეც, რომელზეც ფასმა ბარელზე 1,40 დოლარით იკლო და 54.19 დოლარს გაუტოლოდა.

ანალიტიკოსები ნავთობზე ფასის კლებას კორონავირუსის შესახებ ახალი ინფორმაციის გავრცელებას უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც, ამ ვირუსით დაინფიცირებულთა და მსხვერპლთა რაოდენობა მკვეთრადაა გაზრდილი.

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსმა 2019-nCoV ჩინეთში 106 ადამიანი იმსხვერპლა, 4,515 კი - დაინფიცირებულია.