მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანდრონიკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის განახლება დაიწყო

5de64532303b7
BM.GE
03.12.19 15:19
718
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" გლდანში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება 700 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. კომპანია განახლებულ სისტემაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურულ ელემენტებს - ჩამკეტ-მარეგულირებელ უდრულებსა და სახანძრო ჰიდრნატებს დაამონტაჟებს.

"ჯივიპიმ" აღნიშნული პროექტი 27 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დაასრულებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს.