მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე დიდი გამოწვევა, ალბათ წყლის ქსელია - Aqualia-ს წარმომადგენელი

64bf8fcdc698c
მარიამ ვარადაშვილი
25.07.23 13:14
762
Aqualia-ს წარმომადგენელი საქართველოში ხოსე მიგელ სანტოსი ამბობს, რომ ამ ეტაპზე თბილისის წყლის ინფრასტრუქტურის შესწავლა მიმდინარეობს იმისთვის, რომ კომპანიამ დაადგინოს რა მიმართულებითაა საჭირო ინვესტიციის განხორციელება.

Aqualia ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში, რომელმაც 2022 წელს GGU ჯგუფში შემავალი კომპანიების, მათ შორის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „რუსთავის წყლის“ 80%-იანი წილი 180 მილიონ დოლარად შეიძინა.

“როცა ვიწყებთ ისეთ დიდ პროექტებს, მაგალითად, როგორც თბილისია, საკმაოდ დიდი დრო უნდა მივუძღვნათ იმას, რომ შევისწავლოთ ინფრასტრუქტურა, რათა გავიგოთ მისი მდგომარეობა. ყველაფერი კარგად უნდა შევისწავლოთ იმისთვის, რომ ვნახოთ, რა გამოწვევებია. საჭიროების განსაზღვრა სავსებით ნორმალურია და ეს თითოეულ ქალაქში ასე ხდება. წყლის მომარაგების სექტორს ზოგადად საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიცია სჭირდება და ვხედავთ, რომ თბილისში ამისი საჭიროებაა. კერძოდ, ინფრასტრუქტურის განახლებაში ინვესტიცია. თუ ვიტყვი რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, ეს ალბათ იქნება თავად წყლის ქსელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში უნდა გვქონდეს უწყვეტი გეგმა, რათა შევცვალოთ და განვაახლოთ წყლის სისტემები, რომლებიც ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია და რასაც უარყოფითი გავლენა აქვს იმ მომსახურებაზე, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ, რადგან გვსურს მათ 24/7-ზე შევთავაზოთ წყლის მიწოდება", - განაცხადა ხოსე მიგელ სანტოსმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე Master plan-ზე მუშაობენ, რაც სისტემის სიღრმისეულ შესწავლას გულისხმობს და რომელიც ინვესტორს დაეხმარება იმის გაგებაში, თუ რა გამოწვევებია, რათა შემდეგ სამოქმედო გეგმა შემუშავდეს.

"თბილისში 24/7-ზე შესაძლებელია წყლის მიწოდება, თუმცა რუსთავს რაც შეეხება, გარკვეულ სირთულეს ვაწყდებით წყლის ინფრასტრუქტურის ცუდი მდგომარეობის გამო. ამიტომ აქ საჭიროა ინვესტიცია და განახლება იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ 24/7-ზე წყალმომარაგება",-აცხადებს Aqualia-ს წარმომადგენელი საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები