მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანგელა მერკელი: გერმანიამ საგანგებო მდგომარეობის მოხსნისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს

5e9ebc204bd31
ნათია თაქთაქიშვილი
21.04.20 13:41
1036
სოციალური კონტაქტების შეზღუდვის გარეშე გერმანიას კორონავიურისის მეორე ტალღა გადაუვლის, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პრეს-კონფერენციაზე. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ამასთან, ანგელა მერკელის თქმით, კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება გაქარწყლდება, თუ ადამიანების სოციალურ დისტანიცირებას არ გააგრძელებენ.

მერკელის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე შემდეგი დისკუსია 30 აპრილს გაიმართება. მისი თქმით, აუცილებელია, სიტუაციის დეტალური ანალიზი.

„როგორ იმოქმედებს გერმანიაში შეზღუდვების შემსუბუქება, ეს ორ კვირაში გამოჩნდება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიფრთხილე და დისციპლინა“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

შეგახსნებთ, რომ გუშინ გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქება დაანონსდა. კერძოდ, მიმდინარე კვირიდან იხსნება პატარა მაღაზიები და საგანმანათლებლო დაწესებულებების მცირე ნაწილი.

21 აპრილის მონაცემებით, გერმანიაში COVID-19 147,065 ადამიანს დაუდასტურდა. 4,862 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 95,200 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.