მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კორონავირუსი გადაიქცა სტანდარტულ, რესპირატორულ დაავადებად" - მაია ბუწაშვილი

64b26a07136d2
მარიამ იზორია
16.07.23 13:00
834
„კორონავირუსი სტანდარტულ, რესპირატორულ დაავადებად იქცა“- ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა გადაცემა BMGDRIVE-ს ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდი არ გამქრალა, პერიოდულად შემთხვევბის რაოდენობაც იმატებს, თუმცა საბედნიეროდ მსუბუქი შემთხვევები ფიქსირდება, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება.

მაია ბუწაშვილი იმასაც ამბობს, რომ კოვიდი არ იქნება ბოლო პანდემია და სამწუხაროდ შემდგომ ასეთ პანდემიასაც კაცობრიობა მოუმზადებელი შეხვდება.

„კოვიდი არ გამქრალა, შემთხვევები პერიოდულად უცებ იმატებს ხოლმე. მე ქვეყნის სტატისტიკაზე საუბარი არ მაქვს, თუმცა მომართვიანობას ვაკვირდები. საბედნიეროდ მსუბუქი შემთხვევბი გვაქვს, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ კოვიდი ნელ-ნელა გადაიქცა სტანდარტულ, რესპირატორულ დაავადებად, თუმცა მოდუნება მაინც არ შეიძლება რადგან ჩვენ არ ვიცით, არ ვართ დაზღევული იმისგან რომ გარკვეული შტამი არ აღმოცენდება. მას ყოველთვის შეუძლია მუტაცია.

სამწუხაროდ კოვიდი არ იქნება ბოლო პანდემია. სხვა ტიპის პანდემიის შემთხვევაში ისევ მოუმზადებელი აღმოჩნდება კაცობრიობა, თითქოს ჩვენ მაგალითებზე ვერ ვსწავლობთ, მსოფლიოში ბევრი პრობლემაა, სხვა ტიპის ინფექცია რომ მოგვევლინოს მზად არ არის კაცობრიობა“ - განმარტავს ბუწაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები