მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

62a3413da5bb2
შოთა ტყეშელაშვილი
10.06.22 17:03
1280
10 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.65 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9622 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 4.51 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1382 ლარი გახდა.

3.54-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.6865 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გაუფასურებამ 0.12 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 17.36 თეთრი გახდა.