მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple ჩინეთში პოპულარობას კარგავს

5d836ef5cbd99
მიხეილ ხაჩიძე
19.09.19 21:10
1051
აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო კონფლიქტის პირობებში Apple–მა ჩინეთში ბრენდების რეიტინგში პოზიცია დაკარგა. Bloomberg-ის ინფორმაციით, რომელიც თავის მხრივ, კომპანია Prophet-ის კვლევას ეყრდნობა, ამერიკული კონცერნი მე-11 ადგილიდან ამ დროისათვის 24-ე პოზიციაზეა გადასული.

კვლევა ჩინეთის დიდ ქალაქებში ჩატარდა. მოსახლეობამ 258 ბრენდი 27 კატეგორიაში შეაფასა. ექსპერტებმა 13,500 ჩინელი გამოკითხეს. მთავარი აქცენტი გამოკითხვაში, ბრენდების სანდოობაზე გაკეთდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ჩინელ მომხმარებლებს ბევრი ამერიკული ბრენდისადმი სანდოობა აღარ გააჩნია.

Prophet-ის კვლევის ხელმძღვანელის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აშშ–ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკულ კომპანიებს Huawei-სთან თანამშრომლობა აუკრძალა, ჩინელმა მომხმარებლებმა შიდა მწარმოებლების აქტიური დახმარება დაიწყეს.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განვითარებამ ხელი შეუწყო Apple მოწყობილობების პოპულარობის შემცირებას, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს (სავაჭრო ომის დაწყებამდე) რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებდა.

ახლა ბრენდების სიაში მეორე ადგილზე ჩინური Huawei-ა. რეიტინგის მესამე და მეცხრე პოზიცია ორ ამერიკულ კომპანიას – Android-სა და Intel-ს ერგო.