მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple და Google კორონავირუსით დაინფიცირებულების ამომცნობ სისტემას ქმნიან

5e90b7986149d
თამთა ჯიჯავაძე
10.04.20 22:03
3159
Apple და Google მუშაობენ ტექნოლოგიაზე, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ შეტყობინება იმ შემთხვევაში, თუ მათ კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით დაინფიცირებულთან.

კერძოდ, ერთობლივი პროექტის ფარგლებში იქმნება აპლიკაცია, რომელსაც მომხმარებელი სურვილის შემთხვევაში ჩამოწერს სმარტფონში.  

კონტაქტების დაფიქსირებას კი აპლიკაცია შეძლებს სმარტფონის ბლუთუზის სიგნალების მეშვეობით. თუ მაგალითად ამ აპლიკაციის მქონე ადამიანს დაუდასტურდება კორონავირუსი, მას ვისთანაც ჰქონდა კონტაქტი, იმათ დაეგზავნებათ განგაშის შეტყობინება.

ამისათვის კი GPS–ლოკაცია და პირადი ინფორმაცია არ იქნება საჭირო, ამიტომაც როგორც Apple–სა და Google–ში აცხადებენ, პირადი მონაცემების გასაჯაროვების რისკი არ არსებობს.

როგორც ცნობილია, აპლიკაცია მზად იქნება მაისის შუა რიცხვებისთვის. ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც iOS, ასევე ანდროიდ–სისტემებისთვის. ინიციატივას მხარს უჭერს აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.