მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ი მოძველებული iphone-ის გადამუშავებაში რობოტს გამოიყენებს

5e1ca890739c7
ნათია თაქთაქიშვილი
13.01.20 23:40
949
კომპანია Apple-ი ცდილობს შეცვალოს ელექტრონული ტექნიკის გადამუშავების ძველი მეთოდი, რადგან აღნიშნული სისტემა სრულიად ანადგურებს მოწყობილობას და შეუძლებელს ხდის ძველი iPhone-ის ნარჩენების ხელახალ გამოყენებას. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც გამოცემა იტყობინება, კომპანია ამ პრობლემის გადაჭრას 'Daisy' რობოტის გამოიყენების დანერგავით გეგმავს. Apple-ი აღნიშნავს, რომ რობოტს ტექნიკის დამუშავების დროს 14 მინერალის შენარჩუნება შეუძლია, მათ შორის ლითიუმის.

უნდა აღინიშნოს, რომ 'Daisy' რობოტის მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ზედმეტი დაზიანების გარეშე საათში დაახლოებით 200 iPhone-ის გადამუშავება შეუძლია. Apple-ი განიხილავს Daisy რობოტის ტექნოლოგიები სხვა კომპანიებსაც გაუზიაროს, მათ შორის ელექტრომობილების მწარმოებლებს.