მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ის 5 ყველაზე გამორჩეული მაღაზია მსოფლიოში - ფოტოები

6006829830b45
თათია კაკიაშვილი
19.01.21 12:00
1160

2001 წელს ვირჯინიაში Apple-ის პირველი მაღაზიის გახსნის შემდეგ, კომპანიამ მსოფლიოს 25 ქვეყანაში 500-ზე მეტი სავაჭრო სივრცე გახსნა. როგორც CNBC წერს, Apple-ის მთავარი მიზანი იმის უზრუნველყოფაა, რომ მაღაზიები მომხმარებლებისთვის ყოველთვის მიმზიდველი იყოს. ეს კი, კომპანიის ადმინისტრაციის თქმით, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს პროდუქციის რეალიზაციას. სტივ ჯობსის დაფუძნებული კომპანიების მაღაზიების არქიტექტურა წარმატებულ ფირმებს -  Bohlin Cywinski Jackson-სა და Foster + Partners-ს ეკუთვნის.

გთავაზობთ Apple-ის 5 ყველაზე გამორჩეულ მაღაზიას მსოფლიოში:

 

სინგაპური, Apple Marina Bay Sands

ეს მაღაზია ერთ-ერთი ყველაზე ახალია, რომელიც სინგაპურში სექტემბერში გაიხსნა და მომხმარებლის დიდი ოვაციებიც დაიმსახურა - Apple-ის მაღაზია ე.წ. "მცურავი სფეროს" შიგნით იღებს მომხმარებლებს, რომელიც მარინას ყურეში მდებარეობს. გუმბათის შუშის დიამეტრი 100 მეტრია და მის გარშემო დამონტაჟებულია მზისგან დამცავი რგოლები, სფეროში შემოსული შუქის დასარეგულირებლად და რადგან ეს მაღაზია გარშემორტყმულია წყლით, შიგნით შესვლა თითქმის 150-ფუტიანი მიწისქვეშა გვირაბით არის შესაძლებელი.

ნიუ-იორკი, Apple Fifth Avenue

ამ მაღაზიამ მომხმარებლებისთვის კარი 2019 წლის სექტემბერში ხელახლა გააღო, მანამდე კი 2 წლის განმავლობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. შედეგმაც არ დააყოვნა: მიწისქვეშა მაღაზიის "კუბის" სახლი სპირალური კიბეებით და განსხვავებული განათების ფანჯრებით გამოირჩევა. Apple-ის ერთ-ერთი წამყვანი საცალო მაღაზია მდებარეობს მანჰეტენზე, Midtown-ის მეხუთე ავენიუზე. ის 2006 წელს გაიხსნა და ქალაქის ღირსშესანიშნაობად იქცა, რომელსაც ტურისტების და მომხმარებლების ყურადღება არასოდეს აკლია. ის ხომ 32-ფუტიანი მინის კუბია - ერთადერთი Apple მაღაზია, რომელიც ღიაა 24 საათის განმავლობაში, წელიწადში 365 დღე.

ბანგკოკიApple Central World

Apple-მა ივლისში ტაილანდის დედაქალაქში მეორე საცალო მაღაზია გახსნა. ბანგკოკის სავაჭრო რაიონში მდებარე Apple Central World გამოირჩევა განსხვავებული დიზაინით, ორსართულიანი, წრიული მინის დანართით - "ხის სახურავით", რომელიც შენობის გულში სვეტს ეყრდნობა.

მილანი, Apple Piazza Liberty

ეს მაღაზია 2018 წელს გაიხსნა მილანის გულში, პლაზას შუაში. მილანის შუაგულში მდებარეობის გამო კი, ის რაღაცით ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუს წააგავს; მაღაზიის ყველაზე თვალშისაცემი ელემენტი მინის შესასვლელია. Apple-ის ამ გამორჩეული მაღაზიის შესასვლელი მინის მართკუთხედია, რომელსაც საკუთარი ჩანჩქერი აქვს.

დუბაი, Apple Dubai Mall

დუბაიში Apple-ს მეორე მაღაზია 2017 წლის აპრილში გაიხსნა. მას 186-ფუტიანი ოვალური აივანი აქვს, რომელიც მომხმარებელს შთამბეჭდავ ხედს სთავაზობს როგორც დუბაის შადრევნის, ასევე, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის - ბურჯ ხალიფას პანორამით. მის აივანზე კი გამოსახულია 37.5 ფუტის სიმაღლის მოტორიანი "მზისფრთები", რომელიც იხსნება და იკეტება ამინდის მიხედვით.