მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა პირველ კვარტალში $89.6 მილიარდის შემოსავალი მიიღო

608c035f0c708
ნათია თაქთაქიშვილი
30.04.21 22:00
718
Apple-ს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 89.6 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი და 23.6 მილიარდი აშშ დოლარის მოგება ჰქონდა. კომპანიის სოლიდური შემოსავალი და მოგება IOS-ის და სერვისების განახლებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, iPhone-ის გაყიდვები 65%-ით გაიზარდა პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 48 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, Apple-მა მთლიანი პროდუქტების გაყიდვებიდან 72.6 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მათ შორის iPad-ის გაყიდვები 70%-ით გაიზარდა, ხოლო Mac-ის - 79%-ით.

ამასთან, Apple-ი წარმოების გაფართოებას გეგმავს და აღნიშნული მიმართულებით 80 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას განიხილავს.