მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 223%-ით გაიზარდა - მედეა ჯანიაშვილი

60c30ce188cab
ინგა მურუსიძე
11.06.21 11:18
1051
ტურისტული ნაკადების ზრდის შესახებ საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

„როგორც იცით პანდემიამდე არსებული საჰაერო სიხშირეების 57% უკვე აღდგენილია. იმატებს ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც  საქართველოს მიმართულებით ასრულებენ რეისებს, შესაბამისად, იზრდება საჰაერო გზით შემოსული ტურისტების რიცხვი.

1 ივნისიდან უკვე სახმელეთო გზითაც შეუძლიათ ტურისტებს საქართველოში შემოსვლა, როგორც ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი საბუთით, ასევე PCR ტესტის უარყოფითი პასუხით. ჩვენი მოლოდინი მაღალია. უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად ვახორციელებთ მარკეტინგულ აქტივობებს, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. კამპანიის ფარგლებში, კოვიდის პირობებში ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ პროდუქტებზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული, ეს არის ეკო, აგრო, სათავგადასავლო და სხვა მიმართულებები. ჩვენ ვთავაზობთ უსაფრთხო ტურისტულ პროდუქტებს, რაზეც დღეს განსაკუთრებული მოთხოვნაა მთელ მსოფლიოში. უსაფრთხო ტურისტულ პროდუქციაზე ორიენტერიული კამპანია, შემსუბუქებული რეგულაციები, გახსნილი სახმელეთო საზღვარი და გაზრდილი ავიარეისების რაოდენობა კომპლექსურად ხელს უყობს რაც შეიძლება მალე მივიღოთ მეტი საერთაშორისო მოგზაური საქართველოში“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 172 333 შეადგინა, რაც 222.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა კი 2020 წელთან შედარებით 161.9%-ით გაიზარდა.

(NS)