საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და „ლიბერთი ბანკთან“ აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსია წინასწარ ჩაირიცხა, - ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში “ლიბერთი ბანკის” მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ვაჟა მენაბდემ ისაუბრა.
მისი თქმით, პენსიის თანხის ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორებით პროდუქციის სავაჭრო ობიექტებში შეძენა, ყველა პენსიონერს, ახლაც შეუძლია.
„თუკი ადრე პენსიის გაცემა ხდებოდა 14 რიცხვიდან, ხოლო პენსიის ჩარიცხვამდე გვქონდა ასეთი პროდუქტი “პირველიდან”, ახლა უკვე 23 მარტიდან არის შესაძლებელი პენსიის აღება. 3 კვირაზე გავანაწილეთ იმისთვის, რომ თავიდან აგვერიდებინა რიგები და ბევრი ადამიანის ერთად მოსვლა. პენსია უკვე ჩარიცხულია, ყველა ასაკობრივი პენსიონერისთვის, მათ შეუძლიათ პლასტიკური ბარათის მეშვეობით რომელიც ჩვეულებრივ გადახდის საშუალებაა მაღაზიებში, აფთიაქებში შეიძინონ მათთვის საჭირო პროდუქტები. განვმარტავ კიდევ ერთხელ, ვისაც სურს უნაღდო ანგარიშსწორებით პენსიის მოხმარება, უკვე შეუძლიათ, მათთვის საჭირო პროდუქტების შეძენა, რადგან პლასტიკურ ბარათებზე პენსია უკვე დარიცხულია”, - ამბობს ვაჟა მენაბდე.
რამდენიმე დღის წინ „ლიბერთი“ ბანკმა, საკუთარი ინიციატივითა და რესურსით, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის თვის პენსიების წინასწარ გასაცემად 100 მილიონი ლარი გამოყო. ამ ინიციატივის მიზანი იყო, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი, 70 წელს გადაცილებული ადამიანების დაცვა ვირუსით გამოწვეული მომატებული საფრთხეებისგან, კერძოდ, მათთვის ბანკში მისვლის საჭიროების შემცირება და პენსიის აღებისას მოქალაქეების ნაკადების მაქსიმალურად გადანაწილება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის