მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#ჩვენიანი - ახლის დასაწყისი ლიბერთის ცხოვრებაში - თორნიკე კორძაია

თორნიკე კორძაია
21.11.23 18:14
275

ლიბერთი ბანკმა ახალი კამპანია #ჩვენიანი დაიწყო და საკომუნიკაციო პლატფორმის პირველი ვიდეო წარუდგინა საზოგადოებას. კამპანიის შესახებ გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში ბანკის საცალო საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა - თორნიკე კორძაიამ ისაუბრა.

“#ჩვენიანი არის ახლის დასაწყისი “ლიბერთის” ცხოვრებაში. ახალი საკომუნიკაციო ენის და ფილოსოფიის ნაწილია ეს ვიდეო ჩვენთვის. ლიბერთი, საცალო მიმართულებით, დიდი ხანი ‘დუმდა’, თუმცა ახლა ჩვენი გუნდის მიზანია ჩვენ მომხმარებელს ვაჩვენოთ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, გამხსნელი საიმიჯო ვიდეო არის ლიბერთის ბრენდის ღირებულებების შესახებ, გვინდოდა ახალი კუთხით წარმოჩენა, რომ “ლიბერთი” არის ბანკი, ქვეყანაში ყველაზე დიდი ფიზიკური ქსელით, ყველაზე მეტი ფილიალით და სერვის ცენტრით ქვეყანაში, მათ შორის მოძრავი ფილიალებით, და ამასთანავე “ლიბერთი” არის ძალიან კარგი მობაილ და ინტერნეტ ბანკი - გვაქვს ძლიერი აპლიკაცია სადაც ერთი ხელის მოსმით არის შესაძლებელი ნებისმიერი საბანკო ოპერაციის შესრულება. ლიბერთი არის 5 ათასი ადამიანისგან შემდგარი გუნდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე. ლიბერთი აერთიანებს 1.6 მილიონ მომხმარებელს და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ მათთვის ძირითადი მომსახურე ბანკი. “ჩვენიანი” კი არის ბანკის მხრიდან მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის მიცემული ერთგვარი დაპირება, რომელიც მან უნდა შეასრულოს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

ლიბერთიში უკვე ჩამოყალიბდა ძლიერი მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება და ახალი მიზანია, რომ ბანკი გავხადოთ ძლიერი საცალო სერვისებშიც და უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც ყველა ის მომსახურება და პროდუქტი აქვს, რაც ბაზრის ლიდერ ბანკს.

“ლიბერთიში” რითეილის გუნდი ახალი შექმნილია, ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდა წინა წლის აგვისტოში. მას შემდეგ, გაძლიერდა გუნდი, შეიქმნა ახალი ერთეულები მონაცემების მართვის და პერსონალიზაციის მიმართულებით. წინა ხაზის მიმართულებით დავნერგეთ სისტემური სტრუქტურული ცვლილებები, შემოვიღეთ მართვის და მოტივაციის ახალი ელემენტები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემა აეწყო და რელსებზე შედგა. მოლოდინი გვაქვს, რომ ის დაგვეხმარება ბევრად ეფექტურად მივაწოდოთ სერვისები ჩვენს მომხმარებელს.”- ამბობს თორნიკე კორძაია, “ლიბერთის” საცალო საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები