2026 წლის 6 თვეში, 236 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით, ჩინეთი საქართველოს TOP-ინვესტორი ქვეყანაა.
BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ჩინური FDI საფინანსო და სადაზღვევო სექტორში ჩაიდო.
საქსტატი არ ასახელებს, 236 მილიონის FDI-დან რა წილი მოდის საფინანსო სფეროზე, თუმცა TOP-სექტორების ჩამონათვალიდან გასაგები ხდება, ამ სექტორში ჩინური ინვესტიციების მკვეთრი ზრდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩინური “ჰუალინგ ჯგუფის” ჰოლდინგში შემავალი ”ბაზისბაკის” მიერ “ლიბერთი ბანკის" შეძენას .
საქსტატი, სექტორების გასწვრივ, FDI-ს მოცულობას მრავალწერტილით მაშინ აღნიშნავს, თუ შესაძლებელი ხდება კონკრეტული კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის იდენტიფიცირება, რაც კომერციული საიდუმლოებაა.
TOP-სექტორები, სადაც 2026 წლის 6 თვეში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო ჩინეთიდან
|
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები |
... |
|
|
მშენებლობა |
7,158.0 |
|
|
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება |
... |
|
|
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი |
877.9 |
|
|
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები |
... |
|
|
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები |
260.7 |
|
|
ტრანსპორტი და დასაწყობება |
183.4 |
|
|
ინფორმაცია და კომუნიკაცია |
... |
|
|
დამამუშავებელი მრეწველობა |
26.3 |
|
|
სხვა სახის მომსახურება |
... |
|
|
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა |
... |
|
|
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები |
-12.8 |
|
|
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები |
... |
|
|
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება |
... |
|
|
სხვადასხვა სექტორები |
227,462.1 |
BMG-მ საქსტატიდან იმ TOP-10 ჩინური კომპანიის სიაც გამოითხოვა, სადაც 6 თვეში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო და ამ ჩამონათვალშიც “ბაზისბანკი” ან “ჰუალინგ ჯგუფი”, სავარაუდოდ, ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო არ ჩანს.
TOP-10 ინვესტორი კომპანია ჩინეთიდან
- ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი
- შპს აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია
- შპს სანცი სამშენებლო საინჟინრო კორპორაცია
- შპს ზკ წარმოება
- შპს უსასრულო ენერგია
- შპს გოლდვინდ ინტერნეშენალ საქართველო
- შპს მეიქიზი ოვერსიზ ჯორჯია
- შპს საქართველოს ფეროშენადნობთა რესურსების კომპანია
- ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი
- შპს ჯეო ინჟინერინგ კონსტრაქშენი.
[საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით]
ცნობისთვის: 2026 წლის 6 თვეში საქართველოში 750 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 21%-ით ჩამორჩება. საქსტატის თანახმად, FDI ორივე კვარტალში მცირდებოდა.
























