მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ დავუშვებთ, „ნამახვანის“ საკითხმა თურქი ინვესტორების განწყობებზე გავლენა მოახდინოს - ელჩი

60c258255cfe5
თამთა ჯიჯავაძე
10.06.21 22:16
939
არ დავუშვებთ, „ნამახვანის“ საკითხმა თურქი ინვესტორების განწყობებზე გავლენა მოახდინოს, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მაშინ როდესაც ამ საკითხზე დისკუსიები მიმდინარეობს, პარალელურად, თურქი ინვესტორები კვლავ ჩამოდიან საქართველოში, ესაუბრებიან მთავრობას და პარტნიორებს.

„ყოველთვის ვახსენებ ყველას, რომ როდესაც 2008 წელს, საქართველოში ომი დაიწყო, არცერთი თურქი ინვესტორი არ წასულა. რამდენადაც თურქული ბიზნესების უმრავლესობა მდგრადია, ასევე სჯერათ მათ საქართველოს მდგრადობის. ასე რომ, არ ვფიქრობ რომ ახლა თურქ ინვესტორებს შეეშინდებათ. ისინი აქ 1990-იანებში ჩამოვიდნენ, ვინაიდან ისინი აქ მიიღეს, ისინი ახლაც აქ არიან და თავს აქაური საზოგადოების წევრებად მიიჩნევენ“, - აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, „ნამახვანჰესის“ საკითხი გასულ კვირას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრებზე ცალკე არ განხილულა, თუმცა, ზოგადად თურქული ინვესტიციების კონტექსტში, ამაზეც იყო საუბარი.

„ეს თურქული ინვესტიციების ნაწილია. რა თქმა უნდა, აღინიშნა, რომ ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოში თურქული ინვესტიციები დაცული იქნება, ისევე როგორც საქართველოს სურს, რომ ქართული ინვესტიციები დაცული იყოს თურქეთში. ასე რომ, ეს იყო განხილვის ერთ-ერთი საკითხი, სხვა საკითხებთან ერთად. ზოგადად, მსგავსი მაღალი დონის შეხვედრების დროს ერთი საკითხი ვერ იქნება ფოკუსირებულად განხილვის საგანი“, - განაცხადა თურქმა დიპლომატმა.