მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არაფერმა და ვერაფერმა უნდა შეგაჩეროს“ – ზაზა ფაჩულია

5eef0a6f2e1a6
თამთა ჯიჯავაძე
21.06.20 20:00
1102
"მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა, შესაძლებლობები ყოველთვის არის. მთავარია, აკონტროლო ის, რაც შენს ხელშია", – ამის შესახებ ცნობილმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ ForbesTalks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე თქმით, რაც უფრო მეტ სირთულეს გადალახავს ადამიანი, ცხოვრებაში წარმატების მიღწევის გზაზე, მით უფრო უადვილდება მას სხვა სირთულეებთან გამკლავება.

„არაფერმა და ვერაფერმა უნდა შეგაჩეროს, ეს არის ჩემი მოტივაცია და იმედია, ინსპირაციაც. ცხოვრება ისეთია, რომ გესვრის ამ სირთულეებს. ამის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება, მწვერვალამდე მისვლა. იმ ხალხს, ვისაც ამის ეშინია და სირთულეს გაურბის, ვურჩევდი რომ არ შეშინდნენ, პირიქით, ცხოვრებაც საინტერესო მაგით არის - ამ სირთულეს რომ გადალახავ, ძალიან მაგარი გრძნობაა“, – აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.

მისივე თქმით, კარიერის ასე დაწყება უფრო საინტერესოა, ვინაიდან იცი, რომ ხვალ უფრო ძლიერი იქნები.