მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაზა ფაჩულია "აჭარაბეთის" სპორტულ ნაკრებს შეუერთდა

64ba500c502db
BM.GE
21.07.23 13:31
750
"აჭარაბეთის" სპორტულ ნაკრებს, ზაზა ფაჩულია შეუერთდა, რომელმაც თანამშრომლებთან და სპორტული ნაკრების წევრებთან შეხვედრა გამართა, სადაც თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.




„დღეს "აჭარაბეთის" ოფისში გავმართეთ შეხვედრა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას, "აჭარაბეთის" თანამშრომლებს და სპორტული ნაკრების წევრებს ჩვენი სიახლეები გავუზიარეთ.

ძალიან ვამაყობ და მიხარია, რომ ამ გუნდს შემოვუერთდი, რადგან ვფიქრობ, "აჭარაბეთთან" ერთად ძალიან ბევრ და საინტერესო პროექტზე ვიმუშავებთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, სასიხარულო და საამაყოა, ამ თანამშრომლობის ფარგლებში განახლდება „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია“, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.



„აჭარაბეთის" სპორტულ ნაკრებში, ქართული სპორტის საუკეთესო წარმომადგენლები ერთ გუნდად არიან შეკრული. ვამაყობთ, რომ გვყავს სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელი ამბასადორები, ინდივიდუალური სპორტსმენები და გუნდები/ნაკრებები, რომლებიც უყვარს ქართველ გულშემატკივარს და ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა ის ფაქტი, რომ დღეიდან "აჭარაბეთის" სპორტულ ნაკრებს ლეგენდარული ზაზა ფაჩულია შემოუერთდა, ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა "აჭარაბეთის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა ნინი გუჯაბიძემ.

"აჭარაბეთი" ქართული სპორტის მთავარი გულშემატკივარი და მხარდამჭერია. კომპანია წლებია ზრუნავს ქართული სპორტის პოპულარიზაციაზე, გვერდში უდგას ქართველ სპორტსმენებს, თავისი წვლილი შეაქვს მათთვის საუკეთესო პირობების შექმნაზე და კარიერულ განვითარებაში ეხმარება.

 


(რ)