მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციიდან ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი მიიღეს - სამინისტრო

5fb75f3849e11
BM.GE
20.11.20 10:12
765
სოფლის მეურნეობის სამინისტრო არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„დღეისათვის, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე ჩაბარებულია 41 ათას ტონაზე მეტი ვაშლი; შედეგად, ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. მოგეხსენებათ, წელს ვაშლის უხვი მოსავალია. ექსპორტირებული ქართული ვაშლის რაოდენობა 4,700 ტონაზე მეტია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 11-ჯერ აღემატება“, - აცხადებს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე, ოთარ შამუგია.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში 14 კომპანიაა ჩართული.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლისა განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.