მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ შეგვიძლია კარგი თანამშრომლობით მივაღწიოთ ახალ წარმატებებს

5f154a4d3ea5d
BM.GE
20.07.20 11:38
744
„დღეს შევიკრიბეთ, რომ განვამტკიცოთ ურთიერთნდობა და მომავალზეც ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა. ჩვენ შეგვიძლია კარგი თანამშრომლობით მივაღწიოთ ახალ წარმატებებს”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ, ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანას ახალი წარმატებების მიღწევა შეუძლია.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.

ინფორმაცია პარლამენტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.