პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ პრემიერის მიერ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება ჯანდაცვის და სოციალურ სექტორებში პროგრესს ემსახურება.
თალაკვაძემ არ უპასუხა მედიის კითხვას, მოიაზრება თუ არა ზურაბ აზარაშვილის შემცვლელად და აღნიშნა, რომ მომავალ მინისტრს გუნდის მხარდაჭერა ექნება.
„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით, ესაა მისი პრეროგატივა, დისკრეცია... მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, მისი გადაწყვეტილება მოემსახურება ჯანდაცვის და სოციალურ სექტორში მეტი პროგრესის მიღწევას. მათ თქვა, რომ კანდიდატურასთან დაკავშირებით იქნება კონსულტაციები, პოლიტიკური კონსულტაციებით მოხდება ახალი კანდიდატურის შერჩევა, ესეც პრემიერის პრეროგატივაა. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო და ყველაზე კომპეტენტური იქნება შერჩეული ამ პოზიციისთვის. ვინც არ უნდა იყოს, მას გუნდის მხარდაჭერა ექნება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, დღეს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა, თუმცა მედიასთან ირაკლი კობახიძემ და დაადასტურა, რომ აზარაშვილი თანამდებობიდან თავად მოხსნა.