მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

83 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მხარი II მოსმენით დაუჭირა და რატომ აკლდა მათ მამუკა მდინარაძე

მდინარაძე მამუკა

საქართველოს პარლამენტმა „რუსული კანონი“ მეორე მოსმენით, ამჯერადაც 83 ხმით მიიღო.

კანონპროექტს მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა:

  1. გიორგი ბარვენაშვილი
  2. გია ბენაშვილი
  3. ირაკლი (დაჩი) ბერაია
  4. რიმა ბერაძე
  5. მაია ბითაძე
  6. ანზორ ბოლქვაძე
  7. ელისო ბოლქვაძე
  8. მაკა ბოჭორიშვილი
  9. ელგუჯა გოცირიძე
  10. ბექა დავითულიანი
  11. ალექსანდრე დალაქიშვილი
  12. ზაურ დარგალი
  13. ისკო დასენი
  14. ზაალ დუგლაძე
  15. ავთანდილ ენუქიძე
  16. გოჩა ენუქიძე
  17. გიორგი ვოლსკი
  18. ირმა ზავრადაშვილი
  19. ირაკლი ზარქუა
  20. არჩილ თალაკვაძე
  21. ედიშერ თოლორაია
  22. რატი იონათამიშვილი
  23. დავით კაჭარავა
  24. ლადო კახაძე
  25. გიორგი კახიანი
  26. კახა კახიშვილი
  27. პაატა კვიჟინაძე
  28. ბაია კვიციანი
  29. ირაკლი კირცხალია
  30. სუმბატ კიურეღიანი
  31. ლევან კობიაშვილი
  32. რესან კონცელიძე
  33. მარიამ ლაშხი
  34. გოდერძი ჩანქსელიანი
  35. ქეთევან ჩარკვიანი
  36. ვასილ ჩიგოგიძე
  37. გიორგი ცაგარეიშვილი
  38. ბეჟან წაქაძე
  39. ნინო წილოსანი
  40. ხატია წილოსანი
  41. გრეტა წიწავა
  42. შოთა ხაბარელი
  43. გიორგი ხახუბია
  44. დიმიტრი ხუნდაძე
  45. ვიქტორ ჯაფარიძე
  46. სალომე ჯინჯოლავა
  47. ზაზა ლომინაძე
  48. დავით მათიკაშვილი
  49. სამველ მანუკიანი
  50. ლევან მაჭავარიანი
  51. გურამ მაჭარაშვილი
  52. ლევან მგალობლიშვილი
  53. ირაკლი მეზურნიშვილი
  54. გოგი მეშველიანი
  55. ირაკლი მეძმარიაშვილი
  56. სავალან მირზოევი
  57. გივი მიქანაძე
  58. ზაალ მიქელაძე
  59. იმედა ნიკურაძე
  60. ანტონ ობოლაშვილი
  61. ბექა ოდიშარია
  62. ანრი ოხანაშვილი
  63. შალვა პაპუაშვილი
  64. გელა სამხარაული
  65. დიმიტრი სამხარაძე
  66. გივი ჭიჭინაძე
  67. ვიქტორ სანიკიძე
  68. ეკა სეფაშვილი
  69. დავით სონღულაშვილი
  70. გიორგი სოსიაშვილი
  71. სოზარ სუბარი
  72. ალექსანდრე ტაბატაძე
  73. ფრიდონ ინჯია
  74. ნოდარ ტურძელაძე
  75. ირაკლი ქადაგიშვილი
  76. ლევან ქარუმიძე
  77. მერაბ ქვარაია
  78. სალომე ქურასბედიანი
  79. ალუდა ღუდუშაური
  80. მიხეილ ყაველაშვილი
  81. თენგიზ შარმანაშვილი
  82. ირაკლი შატაკიშვილი
  83. გიორგი ჩაკვეტაძე

"რუსული კანონის" მხარდამჭერ დეპუტატებს შორის არ იყო მამუკა მდინარაძე. IPN-ის თანახმად, როგორც მან განაცხადა, მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

"დილით ფეხი ვეღარ დავდგი, გაუსაძლისი ტკივილი მქონდა, როგორც აღმოჩნდა, ბოლო ეს პერიოდი, როგორც ექიმებმა ამიხსნეს, 12 მილიმეტრიანი სეკვესტრირებული თიაქარით დავდიოდი. აღარ მიშვებენ და ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, 84-ე ხმა ჩათვალეთ ჩემია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რამდენიმე კვირაა, საქართველოს მოქალაქეები "რუსული კანონის" პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვენ. იმავეს ურჩევენ მმართველ პარტიას სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის აშშ და ევროკავშირი.

25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. ასევე, შესაძლოა, გადაიხედოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაც მოითხოვეს.

26 აპრილს, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გაუგზავნა. სენატორები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები