საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს.
ცნობისთვის, ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2021 წლის 30 დეკემბრიდან იკავებდა. მაშინ მან ეკატერინე ტიკარაძე ჩაანაცვლა.
ჯანდაცვის სამინისტროში ზურაბ აზარაშვილი თავდაცვის სამინისტროდან მივიდა, სადაც 2021 წლის მარტიდან 2021 წლის დეკემბრამდე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
2020-2021 წლის მარტამდე ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას" - გენერალური დირექტორი იყო.
2014-დან 2020 წლამდე კი თბილავიამშენის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა
სახელმწიფო უწყებებში კარიერის დაწყებამდე ზურაბ აზარაშვილს კომერციულ ბანკებში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა:
08.2014 – 03.2020 - სს ტერაბანკი - კომერციული დირექტორი
04.2013 – 08.2014 - სს კორ სტანდარტ ბანკი - ოპერაციების დირექტორი
06.2008 – 06.2012 - სს კორ სტანდარტ ბანკი - საბარათე ოპერაციების განყოფილების უფროსი
01.2005 – 06.2008 - სს ქართუ ბანკი - პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების განყოფილების უფროსი
08.2003 – 01.2005 - სს ქართუ ბანკი - პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების უფროსი სპეციალისტი
02.2002 – 08.2003 - სს ქართუ ბანკი - საკორესპონდენტო ანგარიშების და დოკუმენტური ოპერაციების სპეციალისტი
10.2000 – 02.2002 - სს თიბისი ბანკი - საკრედიტო მენეჯერი
06.2000 – 10.2000 - სს თიბისი ბანკი - ბუღალტერი
01.2000 – 06.2000 - სს თიბისი ბანკი - საკრედიტო სესხების ექსპერტი
განათლება: 2007 – 2009 წლებში მან ESM ბიზნეს სკოლის, ბიზნეს ადმინისტრირება ფინანსური მენეჯმენტის მიმართულებით მაგისტის ხარისხი მოიპოვა.
1995 -1999
ESM ბიზნეს სკოლა - ბაკალავრი, ბიზნეს ადმინისტრირება ზოგადი მენეჯმენტი