მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის ძალიან დიდი ინტერესი, რომ წყალტუბოში ყველა სასტუმროს განახლება დაიწყოს - პრემიერი

61333b4b84285
BM.GE
04.09.21 13:20
1057
აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და არის ძალიან დიდი ინტერესი, რომ წყალტუბოში დაიწყოს ყველა სასტუმროს განახლება და მშენებლობა,- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ უკვე დაასრულა განაშენიანების გეგმაზე მუშაობა და ინვესტორებთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს.

“წყალტუბო უნდა გახდეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ცენტრი, ეს ასეც იყო, არის და კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ მეტი დამსვენებელი მოიზიდოს წყალტუბომ და მეტი ინვესტიცია ჩაიდოს. მთავრობამ დაასრულა განაშენიანების გეგმაზე მუშაობა. უკვე აქტიურ მოალპარაკებებს ვაწარმოებთ და არის ძალიან დიდი ინტერესი, რომ დაიწყოს ყველა ამ სასტუმროს განახლება და მშენებლობა”,- აცხადებს პრემიერი.