2015 წელს პრივატიზებული წყალტუბოს სანატორიუმი "მეშახტე" სახელმწიფომ შარშან უკან დაიბრუნა.
აღნიშნული bm.ge-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომაც დაუდასტურა.
წერილობით გამოგზავნილ პასუხში ქონების სააგენტოს მიზეზები არ განუმარტავს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ინვესტორმა ვალდებულებები ვერ შეასრულა.
სანატორიუმი "მეშახტე" სახელმწიფომ 2015 წელს კომპანია "ქეი ბი ფი თბილისს" მიჰყიდა 2.5 მილიონ ლარად, იმ პირობით, რომ 3 წელიწადში სულ მცირე 100 ნომრიან 5-ვარსკვლავიან სასტუმროს აამუშავებდა. სასტუმრო 2018 წელს უნდა გახსნილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ინვესტორმა ვალდებულებები ვერ შეასრულა.
ბიზნესრეესტრის თანახმად, "ქეი ბი ფი თბილისი" 2015 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის 100%-იანი მფლობელი "ჯი ინთერნეშენალ ჰოლდინგს ლიმითედია" (არაბთა გაერთიანებული საემიროები), დირექტორი კი - ზვიად ზვიადაძე.
შარშან წყალტუბოში 3 სანატორიუმი გასხვისდა - ვინ, რამდენად და რა საინვესტიციო ვალდებულებით იყიდა?