მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არის პუნქტები, რომლებიც ოპონენტების სავალდებულო მონაწილეობას საჭიროებს“ - ხუციშვილი 12-პუნქტიან გეგმაზე

62c2d9ea0bf5a
ვიქტორია მღებრიშვილი
04.07.22 16:28
474
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულების გეგმაში, გარკვეულ პუნქტები ოპონენტების ჩართულობას საჭიროებს. ასე უპასუხა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილია შესაბამისი გეგმა თითოეულ პუნქტთან მიმართებით - რა ვადებში და რა ფორმით უნდა იქნას ეს შესრულებული. მნიშვნელოვანია ამ პროცესში ყველა ჩაერთოს. იქ არის პუნქტები, რომლებიც სავალდებულოდ საჭიროებს ჩვენი ოპონენტების მონაწილეობას ამ პროცესში და მნიშვნელოვანია, ყველამ შეიტანოს თავისი წვლილი ამ პუნქტების შესრულებაში“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომის გამართვის დროსთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და თქვა, რომ მთავრობის სხდომა, ადმინისტრაციასთან დილის საათებში გამართული აქციის გამო არ გადადებულა და მის კალენდარში, სხდომა ჯერ კიდევ გასულ კვირას, 14:00 საათზე იყო ჩანიშნული.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელიც თეა წულუკიანის დიპლომატიურ პოზიციაზე, ასევე ბექა ოდიშარიას კულტურის მინისტრის და ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნას შეეხებოდა, მან განაცხადა:

„არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და არანაირი მსგავსი ტიპის განხილვები არ მიმდინარეობს, შესაბამისად, ეს ინფორმაციას არ შეესაბამება სიმართლეს“.