მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ბიზნესს 2.3 მილიარდის დღგ-ის ზედმეტობა ავტომატურად დაუბრუნა - ლაშა ხუციშვილი

641c1bc64f0fa
შოთა ტყეშელაშვილი
23.03.23 13:37
623
2022 წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესს დამატებული ღირებულების გადასახადის ავტომატური დაბრუნების პროგრამის ფარგლებში 2.3 მილიარდი ლარი დაუბრუნა - ამის შესახებ დღეს პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

“დამატებული ღირებულების გადასახადის ავტომატურად დაბრუნების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. აღნიშნული სისტემის 14 ჩამოყალიბებიდან 2022 წლის ბოლომდე, ბიზნესს 5 მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდა. მხოლოდ 2022 წელს ქვეანგარიშიდან დაბრუნებულმა ჯამურმა თანხამ 2,3 მილიარდ ლარამდე შეადგინა.

2022 წელს გაგრძელდა დღგ-ის ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პროგრამული მოდულების, სათანადო რისკის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების დახვეწა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი საჭიროებებისა და ცვლილებების უზრუნველყოფის მიზნით, დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებები,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის სახით ავტომატურად 1,831,572,401 ლარი დაუბრუნდა, ხოლო 2020 წელს ეს თანხა 1 მილიარდ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები