მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არომაპროდუქტმა“ ქართული კივი ექსპორტზე იაპონიის ბაზარზე გაიტანა

6040d15fd9e26
BM.GE
04.03.21 16:21
1599
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამით და იაპონიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით შპს „არომაპროდუქტმა“ ქართული კივის ექსპორტი იაპონურ ბაზარზე განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ იგეგმება იაპონური დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რათა გაზარდონ ქართული პროდუქციის ექსპორტი იაპონიაში.

იაპონური მხარე ასევე აპირებს აქტიური კამპანიის წარმოებას, საქართველოს, როგორც საინტერესო ბიზნეს მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით. მოცემული კამპანიის ხელშეწყობის პროცესში იაპონიაში საქართველოს საელჩოსთან ერთად სააგენტოც ჩაერთვება.

შპს "არომაპროდუქტმა" 2021 წლის 21-25 თებერვალს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და The USAID Agriculture Program -ის მხარდაჭერით, კომპანიამ სხვა ქართულ ბრენდებთან ერთად - Gulfood 2021 გამოფენაში მიიღო მონაწილეობა:

„ემირატების და საერთოდ შუა აზიის ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ წარმოდგენილნი ვართ საკმაოდ მსხვილ ქსელებში” -ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ვლადიმერ გუგუშვილი.