"რთული ვითარების მიუხედავად, დედაქალაქის მერია ცდილობს, არ შეჩერდეს და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად დასრულდეს", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
პანდემიის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების წარგდენისას თბილისის მერმა დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.
"იცით, რომ 2020 წელი ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. ჩვენ წლის დასაწყისში ვისაუბრეთ და საზოგადოებას წარვუდგინეთ ის მსხვილი პროექტები, რომლის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, თუმცა დღეს მოგვიწევს ბევრი რამის გადაფასება. არსებული რეალობიდან გამომდინარე, სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები გაჩნდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უარს ვამბობთ. ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქალაქს, მოსახლეობას, ოღონდ პრიორიტეტები იქნება გადანაწილებული", - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმაც ისაუბრა. მისი განცხადებით, მთელი ქალაქის მასშტაბით, ამჟამად, 550-დან 600-მდე ადამიანი 24 საათის განმავლობაში, შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით მუშაობს.
"ბუნებრივია, შეზღუდვებმა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაზეც იქონია გარკვეული სახის შეფერხებები, თუმცა მიუხედავად ამისა, სრული პასუსისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქალაქში მიმდინარე არცერთი ინფრასტრუქრტურული პროექტი არ გაჩერებულა. სამუშაოები იმავე რეჟიმში მიმდინარეობს და 24-საათიანი მობილიზება არსებობს. პროცესში ჩართული ყველა ადამიანი შესაბამისი ნიღბებითა და სადეზინფექციო საშუალებებით არის აღჭურვილი. ისინი მაქსიმალურად იცავენ უსაფრთხოების ნორმებს. გარდა ამისა, სამუშოების მიმდინარეობის პროცესში არიან ჩართული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, თბილისის განვითარების ფონდის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის, მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები და ა.შ. 24-საათიანი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, მინდა, თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისის მერის მოადგილემ დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
"არსებობს მოლოდინი, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გარკვეული თანხით შემცირდეს. ამის მიუხედავად, ჩვენს მიერ მაინც ცხადდება ყველა ტენდერი, ხოლო მას შემდეგ, რაც ბიუჯეტის მოცულობა და ოდენობა საბოლოოდ ჩამოყალიბდება, კონკრეტული პროექტების ხარჯვითი ნაწილი და სამუშაოების შესრულება დაიწყება", - განაცხადა ირაკლი ბედნელიანმა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მაქსიმალურად ცდილობს, გამოწვევებს გაუძლოს და ინფრასტრუქტურული სამუშაოების კუთხით, შეფერხება არ არსებობდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს