თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის თქმით, მერიამ პირობა შეასრულა და ხვალიდან წერეთლის გამზირზე მოძრაობა სრულად აღდგება.
მისი თქმით, წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია.
„მოსახლეობას დავპირდით, იანვრის ბოლოს საგზაო მიმართულებით სამუშაოები სრულად უნდა ყოფილიყო დასრულებული და დედაქალაქის მერიამ ეს პირობა შეასრულა. ხვალიდან ორმხრივი მოძრობა სრულად იქნება აღდგენილი. ამ ეტაპისთვის მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად გამოიცვალა/განახლდა. ახლა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის დახაზვითი და გამწვანებითი სამუშაოები. მიწისქვეშა ნაგავშემკრები ურნების მონტაჟი, ასევე ახალი გარეგანათების ქსელის მოწყობა.
მიმდინარე ეტაპზეა ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები, კერძოდ, ხდება საჰაერო სადენების მიწისქვეშ ჩატანა და განთავსება. პროექტის დასრულების შემდგომ, სრულიად განახლდება, მიწის ზედა და ქვეშა კომუნიკაციები. ტროტუარების და გამწვანებით სამუშაოები, მიმდებარე სამუშაოები, რაც გვაქვს მარტში სრულად იქნება დასრულებული. ხოლო ხვალიდან დედაქალაქის მოსახლეობას წერეთლის გამზირზე ორმხრივად შეეძლებათ გადაადგილება. წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულდა და ხვალიდან მოძრაობა სრულად იქნება აღდგენილი“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.