მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დასრულდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია? - მერიის პასუხი

642d4dd2a0273
გიგა ბენია
05.04.23 14:33
8621

თბილისის მერია აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის რეაბილიტაციას იწყებს. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გამზირის რეაბილიტაცია მომავალი წლის იანვარში, შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია კი 6 თვეში დასრულდება.

"სამუშაოები რამდენიმე ეტაპად გვაქვს დაყოფილი. პირველ ეტაპზე, წერეთლის გამზირის ერთი მიმართულება მთლიანად ჩაიკეტება. დარჩენილი მეორე მიმართულება კი ორმხრივი გახდება. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში უნდა დასრულდეს, ხიდის კი 6 თვეში. მეტიც, ვფიქრობთ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, შესაძლოა, იანვრამდეც დავასრულოთ", - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 28 მილიონ 400 ათასი ლარი დაჯდება, შალიკაშვილის ხიდისთვის კი 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.

"ვინც ამ მიმართულებით გადაადგილდება, ხედავს, სრულადაა ამორტიზებული როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციები, ისე ასფალტის ზედაპირი და სავალი ნაწილი. აუცილებელია, დაუყევნობლივ განხორციელეს სამუშაოები. აღდგომის შემდეგ დაიწყება სამუშაოები. სამუშაოები მხოლოდ წერეთლის გამზირის ნაწილში ჯდება 28 მილიონ 400 ათასი ლარი, ხოლო შალიკაშვილის ხიდის ნაწილში 4 მილიონი ლარი", - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები