მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატს დასაქმების და უმუშევრობის დათვლის უახლესი მეთოდოლოგია აქვს - ILO-ს მთავარი სტატისტიკოსი

5fe9ff060180c
ინგა მურუსიძე
28.12.20 19:20
915
სტანდარტები, რომლებსაც დასაქმების და უმუშევრობის სტატისტიკა დღეიდან დაეფუძნება, შემუშავებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, - ამის შესახებ ILO-ს მთავარმა სტატისტიკოსმა კირან უოლშიმ განაცხადა.

„სტანდარტები, რომლებსაც დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის წარმოება დღეიდან ეფუძნება, შემუშავებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ. საქართველომ, ახალი სტანდარტის დასანერგად აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და დანიის სტატისტიკის სამსახურთან ევროკავშირის პროგრამა ,,ტვინინგის“ პროექტის ფარგლებში, რათა ახალი სტანდარტების დანერგვა განხორციელებულიყო საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკისა და წამყვანი ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე. შედეგად, დღეს საქსტატს უკვე აქვს უახლესი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკა“,-აცხადებს ILO-ს მთავარი სტატისტიკოსი.

კირან უალშის განცხადებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისეთი სამუშაოს შესრულება, როგორიცაა ოჯახურ მეურნეობაში საკვების წარმოება საკუთარი მოხმარებისთვის, ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, აღარ ითვლება დასაქმებად.

მისივე თქმით, მეთოდოლოგიის ცვლილება და ახალი სტანდარტების დანერგვა, თავისთავად ახდენს გავლენას ქვეყნის სტატისტიკურ მაჩვენებლებზე, ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილება, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, იწვევს დასაქმების მაჩვენებლის შემცირებას და უმუშევრობის მაჩვენებლის გაზრდას.

შეგახსენებთ, რომ საქსტატმა უკვე გამოაქვეყნა ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად გაანგარიშებული დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები, განახლებულ ისტორიულ დინამიკურ მწკრივებთან ერთად. საქართველო დღემდე 1982 წელს მიღებულ სტანდარტებს იყენებდა. 2013 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი სტანდარტები, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის ოქტომბერში.

უმუშევრობა 17.6% გახდა - თვითდასაქმებულთა ნახევარი დასაქმებულად აღარ ითვლება