მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საელჩო: მომავალ კვირაში საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა

60b10464e0e92
ინგა მურუსიძე
28.05.21 19:00
688
მომავალ კვირაში საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დელეგაციას სენატორი ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობს და სენატორი რობ პორტმანი მის შემადგენლობაშია.

"კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა, რათა გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.