ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში Facebook გვერდზე ელჩის, რობინ დანიგენის მიმართვას ავრცელებს, რომელშიც იგი, საელჩოს სახელით, ეროვნულ ნაკრებს წარმატებას უსურვებს ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ფინალში.
„წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე. მთელი ამერიკის საელჩო გგულშემატკივრობთ. საქართველო ერთადაა“, - ამბობს გავრცელებულ ვიდეოში რობინ დანიგენი.
ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს შეხვდება. ისტორიული მატჩი დღეს, 21:00 საათზე შედგება.