მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ კორტნი ოსტრიანს შეხვდა

კორტნი ოსტრიან

ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ კორტნი ოსტრიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა კორტნი ოსტრიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ადმინისტრაცია წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, აღადგინოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა „სუფთა ფურცლიდან“. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესის წარმატებით წარმართვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები