მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერი სწრაფი ტემპებით განვითარდება და დაიწყება დიდი ჰესების მშენებლობა - ირაკლი კობახიძე

კობახიძე ქვრივიშვილი

"ეკონომიკის სამინისტროს აქვს ფუნდამენტური წინსვლა დიდი ჰესების მიმართულებით",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს BMG-ს კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ მარიამ ქვრივიშვილის მინისტრობის პირობებში პროცესი სწრაფი ტემპით წარიმართება.

"წინასწარ მზადდება ყველაფერი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში იყოს უზრუნველყოფილი ინვესტიციები და დაიწყოს დიდი ჰესების მშენებლობა. რა თქმა უნდა, ეს არის მთლიანობაში გრძელვადიანი პროცესი, თუმცა ძალიან სწრაფი ტემპით წარიმართება შესაბამისი პროცესები სამინისტროში, რასაც ვერ ვიტყოდი, მაგალითად, თუნდაც ორი წლის წინანდელ პერიოდზე. ახლა, მას შემდეგ, რაც გვყავს ახალი ეკონომიკის მინისტრი, ახალი გუნდი ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც მუშაობს ენერგეტიკის საკითხებზე, არის ძალიან სწრაფი ტემპით წარმართული ყველა პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ზოგადად ენერგეტიკის განვითარებასთან და მათ შორის დიდი ჰესების მშენებლობასთან. ყველაფერი მაქსიმალურად სწრაფი ტემპებით განვითარდება და შესაბამისად დაიწყება დიდი ჰესების მშენებლობა. საზოგადოებას პერიოდულად გავუზიარებთ ინფორმაციას ყველა დეტალთან დაკავშირებით", - აცხადებს კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები