საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ემი დიაზი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება.
„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი. ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საქართველოში აშშ-ს ბოლო სრულუფლებიანმა ელჩმა რობინ დანიგანმა თანამდებობა 2025 წლის ივლისში დატოვა
როგორც აშშ-ის საელჩოს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, დიპლომატმა პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა.
განცხადებაში ეწერა, რომ "ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა" და "გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია". დანიგანი ელჩის მოვალეობას საქართველოში 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 2025 წლის ივლისამდე ასრულებდა.




























