მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს; ფინანსთა მინისტრმა სტუმარს ქვეყნის ეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები გააცნო.

საუბარი შეეხო აშშ-ის მხარდაჭერით საერთაშორისო პროგრამებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის, ასევე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და კადრების გადამზადების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს.

"გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლაშა ხუციშვილმა ამერიკელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

შეხვედრას საელჩოს ეკონომიკისა და კომერციის ოფიცერი ამირ ალავიც ესწრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები