მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საელჩო საქართველოს სასამართლოზე განცხადებას ავრცელებს

628e2851bd7b2
BM.GE
25.05.22 17:00
4933
საქართველოში აშშ-ის საელჩო აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სასამართლოს განვითარებას ხელს ბოლო 30 წელია უწყობს. საელჩო აცხადებს, რომ ეს მხარდაჭერა არაპარტიული და არაპოლიტიკურია.

“30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან,” - აღნიშნავს აშშ-ის საელჩო მედიისთვის გაგზავნილ კომენტარში.

აშშ-ის საელჩოს განცხადების გაკეთებისკენ გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოუწოდა. საქმე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლეს - ლაშა ჩხიკვაძეს შეეხება.

საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო აღარ გაემგზავრება. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "სპეკულაციებს საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა". მისივე სიტყვებით, აშშ-ს საელჩოს დუმილი ქართული ოცნების პოზიციაზე თანხმობის ნიშანი იყო.