მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

5e5614cbcca19
ნათია თაქთაქიშვილი
26.02.20 11:04
1746
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ამერიკის მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით აფრთხილებს და ვირუსის აფეთქების შემთხვევაში, მათ მზადყოფნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას yahoo ავრცელებს.

როგორც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი აღნიშნავს, ამერიკელები მზად უნდა იყვნენ, რომ ვირუსი გამოიწვევს მნიშვნელოვან შეფერხებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორიც არის სკოლების დახურვა, სპორტული ღონისძიებების, კონცერტების და საქმიანი შეხვედრების გაუქმება.

„ჩვენ ველოდებით კორონავისრუსის მასობრივ გავრცელებას და ეს გარდაუვალია, თუმცა არ ვიცით, რა პერიოდისთვის მოხდება ეს. ეპიდემია სწრაფად ვრცელდება. დროა, სკოლებმა და საავადმყოფოებმა მომზადება დაიწყონ“, - განაცხადა  აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის იმუნიზაციისა და რესპირატორული დაავადებების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნენსი მესონიემ.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 57 შემთხვევა გამოვლინდა.