მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობ, არავინ ელოდა, რომ ქართველები მიესალმებოდნენ კრუიზის ვიზიტორებს - დეგნანი

64c3b3a24dbc6
მარიამ ვარადაშვილი
28.07.23 16:28
460
აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეების რეაქცია რუსულ კრუიზზე მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი კრუიზის ვიზიტზე საქართველოს მოქალაქეების რეაქციაა და თქვენ ეს იხილეთ. ვფიქრობ, მათ ნათლად აჩვენეს, რომ ბათუმში ან კიდევ სხვაგან ეს მისაღები არ არის. ქართველები არიან შესანიშნავი, სტუმართმოჰყვარე და თბილი მასპინძლები. ვფიქრობ, არავინ ელოდება, რომ ისინი მიესალმებიან მათ, ვინც ახდენს ოკუპირებას, რომელიც ოჯახებს აშორებს, აკავებს მოქალაქეებს. ვფიქრობ, არავის გაუკვირდება რომ ბევრი ქართველი არ მიესალმა ამ კრუიზის ვიზიტორებს”,-ამბობს დეგნანი.

ბათუმის პორტში გუშინ, 27 ივლისს, თურქეთის გავლით სოჭიდან შევიდა საკრუიზო ლაინერი, რომელმაც ქალაქში ერთი დღით ჩაიყვანა ტურისტები. გემის შესვლას ბათუმში აქცია მოჰყვა. პოლიციამ ჯებირები გაავლო და აქციის მონაწილეებს არ აძლევდა ლაინერთან მიახლოების უფლებას. გემმა ბათუმის პორტი 27 ივლისს ღამით დატოვა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები