აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა რუს კოლეგა ანტონ სილუანოვს განუცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე სანქციების შემსუბუქება და ახალი ეკონომიკური შეთანხმებების გაფორმება შეუძლებელია.
Reuters-ის ცნობით, რუსული მხარის მიერ ორმხრივი ინტერესის საკითხების წამოჭრის შემდეგ, ბესენტმა მკაფიოდ განმარტა, რომ საომარი მოქმედებების დასრულებამდე არანაირი დათმობა არ შედგება.
აღსანიშნავია, რომ ორმხრივი შეხვედრა ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ ეშვილში, G20-ის ფინანსთა მინისტრების სამიტის ფარგლებში გაიმართა.
Axios-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემა ეკონომიკური ზრდა და უკრაინის საკითხზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა უნდა ყოფილიყო. რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ კი შეხვედრის მთავარ მიმართულებად G20-ის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ფინანსური თანამშრომლობა შეარჩია.




























