მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში ფულადი გზავნილები 2.8 მლრდ დოლარამდე გაიზარდა - 45% ევროკავშირზე მოდის

ფულადი გზავნილები

2026 წლის 9 თვეში საქართველოში ჯამში 2.8 მლნ დოლარი შემოვიდა ფულადი გზავნილების სახით. 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეს 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან გადმოირიცხა 551 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა იტალია 490 მლნ დოლარით, მესამეზე რუსეთი 305 მლნ დოლარი, მეოთხეზე გერმანია 259 მლნ დოლარით, ხოლო მეხუთეზე ისრაელი 246 მლნ დოლარით. წელს ყველაზე მეტი თანხა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხა ჯამში 1.3 მლრდ დოლარი, ასევე რეკორდულად გაიზარდა ევროკავშირის წილი ფულად გზავნილებში და 45%-ს აჭარბებს.

რაც შეეხება რუსეთს, 2026 წლის 9 თვეში რუსეთიდან ფულადი გზავნილები წლიურად ჯამში 11%-ით 304.7 მლნ დოლარამდე შემცირდა. განსაკუთრებით კლება ფიქსირდება აგვისტო-სექტემბერში, როცა რუსეთიდან ფულადი გზავნილები 88 და 80%-ით შემცირდა, ამის მიზეზი Zolotaia Korona, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა იყო რუსეთიდან ფულის გადარიცხვისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები